ენერგეტიკული კომპანია “ენერგო-პრო-ჯორჯია” აბიტურიენტებს, რომლებიც პროფტექ სასწავლებლებსა და კოლეჯებში ელექტროტექნიკურ ფაკულტეტებზე ჩაბარებას გეგმავენ შესაძლებლობას სთავაზობს.
სლოგანით „აირჩიე სინათლე“ კომპანია მიმართავს მათ, ვისაც ჯერ არ აურჩევია კონკრეტული პროფესია, მაგრამ ცდილობს მიიღოს ხარისხიანი განათლება და საინტერესო კარიერა ენერგეტიკის სფეროში.
სტაჟირება და სტიპენდიები:
“ენერგო-პრო ჯორჯია” მზადაა წარმატებულ სტუდენტებს დაუჭიროს მხარი, უზრუნველყოფს მათ სტიპენდიებით და ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს.
ეს სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ ენერგეტიკის სფეროში და გაიღრმავონ ცოდნა პრაქტიკაში გამოყენების გზით. სტაჟირების დასრულებისთანავე კომპანია კურსდამთავრებულებს დასაქმებას სთავაზობს.
სტუდენტები, რომლებმაც ელექტროტექნიკური ფაკულტეტი დაასრულეს კოლეჯებსა და სასწავლებლებში, შეუძლიათ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა.
წლების მანძილზე “ენერგო-პრო-ჯორჯია” აქტიურად თანამშრომლობს პროფესიულ სასწავლებლებთან, კოლეჯებთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ამ ღონისძიებების მიზანია, ენერგეტიკის სფეროს პოპლურაზიაცია ახალგაზრდებში და ახალი თაობის სპეციალისების მოზიდვა ამ სფეროში.
“ენერგო-პრო-ჯორჯია” აცნობიერებს ენერგეტიკის სფეროში კვალიფიცირებული სპეციალისტების საკმარისი რაოდენობით არსებობას.
უფრო დაწვრილებით ამის შესახებ კომპანიის პრეს-მდივანმა თეონა გეგუჩაძემ ისაუბრა.