ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების შესახებ ევროკომისიის შუალედური მოხსენების შემდეგ ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან საქართველომ 3 სრულად შეასრულა.
რას გულისხმობს 12 რეკომენდაცია?
2022 წლის 24 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.
ეს რეკომენდაციებია:
- პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა. ამ საკითხებზე უნდა იმუშაოს ყველა პარტიამ, “19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების დაცვით” ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად იმუშავებს.
- Ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ეუთო-ოდირის, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის დასკვნებს საარჩევნო სისტემაზე. მიიღოს გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
- Ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს სასამართლო სისტემის მთლიანი და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა”. ამ პროცესში სხვა პოლიტიკური პარტიებიც უნდა ჩაერთონ. სასამართლო ინსტიტუტებმა და პროკურატურამ დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ უნდა იმუშაონ.
- გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანად გამოიძიოს ელიტური კორუფციის შემთხვევები.
- Უნდა აიღოს და შეასრულოს “დეოლიგარქიზაციის” ვალდებულება.
- გააძლიერეოს ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან და ეფექტიანად გამოიძიოს სამართალდარღვევები. სამართალდამცავი ორგანოები უნდა იყვნენ ანგარიშვალდებულები და გამჭვირვალე.
- ქვეყანამ უნდა შექმნას თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემო. ხელისუფლებამ ეფექტიანად და დროულად უნდა გამოიძიოს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეები.
- უნდა დაიცვას მოწყვლადი ჯგუფების უფლებები.
- Უნდა უზრუნველყოს გენდერული თანასწორობისთვის და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან ბრძოლა
- უნდა ჩართოს სამოქალაქო საზოგადოება გადაწყვეტილებების მიღებაში “ყველა დონეზე”
- მიიღოს კანონი, რომელიც უბიძგებს ქართველ მოსამართლეებს, “პროაქტიულად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები”
- ახალ სახალხო დამცველად დაინიშნება დამოუკიდებელი ადამიანი. დანიშვნა იქნება გამჭვირვალე, მისი სამსახური – ზეგავლენებისგან თავისუფალი.
რა იცის ამ რეკომენდაციების შესახებ ნინოწმინდის მოსახლეობამ?
Ნინოწმინდის მოსახლეობა ხშირად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არ ადევნებს თვალს. ამის გამო ისინი პასიურად არიან ჩართულნი სამოქალაქო პროცესებში და არ აქვთ შესაბამისი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ქვეყანაში. Ჩვენ, რადიო NOR-ის ჟურნალისტებმა, გამოვკითხეთ მოსახლეობის ნაწილი. Შედეგად გაირკვა, რომ დიდმა ნაწილმა არ იცოდა 12 რეკომენდაციის შესახებ, თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რათა შეიქმნას უკეთესი მომავალი.
გამოკითხულთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ევროკავშირში უკეთესი დასაქმების შესაძლებლობა და განათლებაა. თუმცა ზოგიერთი მათგანი იმასაც აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის და ზოგადად, ჯავახეთის მხარეში მცხოვრები ხალხი მაინც რუსეთში მიემგზავრებიან სეზონურ სამუშაოებზე, რის გამოც ეკონომიკურად აღნიშნულზე ვართ დამოკიდებულნი.
Ნინოწმინდის მკვიდრი და Სამოქალაქო აქტივისტი გრიგორ საჰაკიანი, ფიქრობს, რომ გარდა არსებული რეკომენდაციებისა, საჭიროა სხვა საკითხების გათვალისწინებაც, რაზეც ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს.
“გვინდა, რომ ევროპული სტანდარტების პროდუქცია და სერვისი გვქონდეს, მაგრამ გარე ფაქტორები სანამ არ იქნება მოგვარებული, ამ სტანდარტების შემოღებას აზრი არ აქვს. Მაგალითისთვის, ტექდათვალიერება ევროსტანდარტებით ტარდება, რაც ძალიან კარგია, მაგრამ გზები ხომ ცუდ მდგომარეობაშია. ახალთახალი ავტომანქანა მალე ფუჭდება. ამიტომ საჭიროა, რომ დავაკმაყოფილოთ საბაზისო მოთხოვნები და საჭიროებები”, – ამბობს გრიგორი.
Რაც შეეხება არსებულ რეკომენდაციებს, გრიგორი ფიქრობს, რომ პირველ რიგში, გარდა შესრულებული სამი რეკომენდაციისა საჭიროა ყურადღება მიექცეს მედიის თავისუფლების საკითხს, ადამიანთა უფლებების დაცვისა და კორუფციის საკითხებს, რადგან, როგორც ის ამბობს, ყოფილა ადამიანების უფლებების დარღვევები ამ სამი საკითხის მხრივ, რაზეც ყურადღება არ მიუქცევიათ.
დეტალები აუდიო ინტერვიუში.
გვაქვს თუ არა ევროპული პერსპექტივა დღევანდელ ვითარებაში? – ექსპერტის მოსაზრება
გია ჯაფარიძე, საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ლექტორი გვეუბნება, რომ დღევანდელ ვითარებაში, “როდესაც თვითონ მთავრობა არ არის დაინტერესებული”, რთულია რაიმის წინასწარ განსაზღვრა.
ექსპერტის აზრით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ან არ სურთ ევროკავშირის წევრობა, ან უნდათ, მგარამ თავიანთი პირობებით. Სწორედ ამიტომ ფერხდება 12 რეკომენდაციის შესრულება. Როგორც ის განმარტავს, ეს საქართველოს მთავრობის პრორუსულ პოზიციაზე მეტყველებს.
“ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ცუდად აისახება. Რუსული გავლენა ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, დიდია. თვითონ მთავრობა იმეორებს რუსულ პროპაგანდას, აგრძელებს სხვა პოლიტიკოსების ცილისწამებას და ლანძღვას”, — ამბობს ჯაფარიძე.
იმის განჭვრეტა, თუ რა იქნება მომავალში, ჯაფარიძის აზრით, ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან პროცესები სწრაფად იცვლება და რა მოხდება ხვალ – უცნობია.
დეტალები ექსპერტთან ინტერვიუში.
2022 წლის 17 ივნისს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიამ საქართველოს 12 პირობის შესრულების რეკომენდაცია მისცა. ევროკავშირის თანახმად, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს მას შემდეგ, რაც ევროკომისიის განსაზღვრულ 12 რეკომენდაციას შეასრულებს. პროცედურულად, კანდიდატის სტატუსს, ქვეყნის მიერ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, მოსდევს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება.
2023 წლის ოქტომბერში კი ევროკომისიის სხდომაზე ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხი უნდა გადაწყდეს, ხოლო დეკემბერში ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ დაადასტურონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა.