14 ივლისს, 12:00 საათზე, “ჰელფინგ ჰენდის” ორგანიზებით და heks eper georgia მხარდაჭერით, პროექტის “ახალგაზრდული მოხალისეობის მხარდაჭერა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში” გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ და დისკუსიაში ჩაერთვებიან “ჰელფინგ ჰენდის” წარმომადგენლები, მოხალისეთა კლუბის წევრები, ადგილობრივი ახალგაზრდები და თვითმმართველობის წარმომადგენლები.
პროექტის მიზანია ნინოწმინდაში ახალგაზრდული მოხალისეობის განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით, ახალგაზრდების ჩართულობითა და მონაწილეობით.
პროექტში მონაწილეობა ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს დაესწრონ საგანმანათლებლო ტრენინგს მუნიციპალური მოხალისეობის პროგრამებისა და ადვოკატირების შესახებ; ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვისა და ჩატარების; სემინარების/მრგვალი მაგიდების ორგანიზების ახალგაზრდებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით.
წარმატებული მონაწილეობის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.
რეგისტრაცია გრძელდება 2023 წლის 15 ივლისამდე. დარეგისტრირება შესაძლებელია ბმულით: https://forms.gle/2pGehxbWN5paaNTV9