კვირაზე მეტია, საქართველო-სომხეთის სახელმწიფოთაშორის გზაზე სოფელ ორლოვკადან გამშვებ პუნქტამდე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
დამსაქმებელი ქუთაისის შპს “საქმილსადენმშენია”, სამუშაოებს კი კომპანია ჯავახავტოგზა ახორციელებს.
სარემონტო სამუშაოები ამჟამად დასრულებულია. გზის ზოგიერთ ადგილას ასფალტის დამტვრეული ფენა მოიხსნა და ახალი ფენით შეიცვალა.