სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იმერეთში ორი საფეხმავლო ბილიკის მონიშვნის სამუშაოები დაასრულა.
პირველი ბილიკი ქუთაისში იწყება, ბაგრატის ტაძრიდან და ქუთაისს სათაფლიასთან და სოფელ გუმათთან აკავშირებს.
მეორე ბილიკის მონიშვნის სამუშაოები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში გაიმართა, რომელსაც ზარათის ჩანჩქერთან მივყავართ.
გასულ წელს ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ მონიშნა და დააორგანიზა 28 საფეხმავლო ბილიკი 227კმ საერთო მანძილით, მათ შორის ორი იმერული მარშრუტი. ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოწყობილია კაცხის სვეტის 2.7 კმ სიგრძის პანორამული ბილიკი, რომლის ბოლოშიც კაცხის სვეტის პანორამული ხედი იხსნება. ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ხანის ჩანჩქერთან 5 კმ-იანი ბილიკია მოწყობილი.
წელს ტურიზმის ეროვნული სააგენტო გეგმავს საერთო ჯამში 180 კმ-ის ბილიკის მონიშვნას სამეგრელოში, იმერეთსა და ფშავ-ხევსურეთში.