სარწყავი სისტემა სოფელ მამწვარასა და დიდ გონდრიოში: პრობლემებიდან პროგრესამდე

სარწყავი სისტემა სოფელ მამწვარასა და დიდ გონდრიოში: პრობლემებიდან პროგრესამდე

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი მდიდარია წყლის რესურსებით, თუმცა ჯერ-ჯერობით მათი ეფექტურად გამოყენება ვერ ხერხდება.

სოფლებში, სადაც სარწყავი სისტემა არ აქვთ, მოსახლეობა მხოლოდ წვიმიანი ამინდისა და ღმერთის იმედზეა. სარწყავი სისტემის არარსებობა ნეგატიურად აისახება მოსავლიანობაზე.

თუმცა სოფელ მამწვარისა და დიდი გონდრიოს მკვიდრნი აცხადებენ, რომ ამ სოფლებში სარწყავი სისტემის პრობლემა მოგვარებულია. წელს მოსახლეობას ჯერ კიდევ არ უსარგებლია სარწყავი სისტემით, რადგან წვიმიანმა ამინდმა საკმარისი ნალექი უზრუნველყო სარწყავად.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 2023 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გონდრიოს სარწყავი სისტემის აღსადგენად 11 865 ლარი იყო გამოყოფილი. მოსახლეობის ნაწილი მიესალმება სისტემის გაუმჯობესების სამუშაოების გაგრძელებას, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით უკვე საკმარისად გაკეთდა და საჭიროა სოფლის სხვა პრობლემებზე ყურადღების გამახვილება.

2023 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ დიდი გონდრიოს სარწყავი სისტემის აღდგენის პროექტი

რაც შეეხება მამწვარას, ამავე პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა წელს სასაფლაოს შემოღობვისთვისაა გამოყოფილი.

მუნიციპალური ბიუჯეტის გარდა, რამდენიმე წლის წინ საქართველოს მელიორაციამ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სარწყავი სისტემის გასაუმჯობესებლად რიგი პროექტები ჩაატარა. ყაურმა-მამწვარა, ორლოვკა-სპასოვკა არხების აღდგენამ და ხანჩალის ტბის კაშხალის რემონტმა ხელი შეუწყო სისტემის გაუმჯობესებას.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საერთო ტერიტორია 135 380 ჰექტარს შეადგენს, საიდანაც მხოლოდ 2000 ჰექტარის მორწყვაა შესაძლებელი. სახნავ-სათესი 24 000 ჰექტარია, ხოლო სათიბები 7800 ჰა. მთლიანობაში, მუნიციპალიტეტის 31 სოფელში მხოლოდ შვიდს აქვს სარწყავი სისტემა.

დეტალურად იმის შესახებ, თუ რა სიტუაციაა სოფელ მამწვარასა და დიდ გონდრიოში სარწყავ სისტემებთან დაკავშირებით, ჩვენს აუდიომასალაში.

Radio NOR · Оросительная система в селах Мамзара и Б. Гондура: от проблем к прогрессу