მუნიციპალიტეტში თიბვის სეზონი დაიწყო

მუნიციპალიტეტში თიბვის სეზონი დაიწყო

თივის მომარაგება, რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში უკვე დაიწყო, ერთ-ერთი ურთულესი ამოცანებისგანაა ნებისმიერი ფერმერისთვის.

ადრე თივას ცელით თიბავდნენ, თუმცა ახლა საქმე გაცილებით ადვილია, დიდ ფართობზე ტრაქტორებით თიბავენ, ხოლო პატარებზე კვლავ ცელით ან საკრეჭი ტრიმერით.

ზოგადად მოსავლის აღება დაბლობებზე მდებარე ლოკაციებიდან იწყება, მასობრივად კი 25 ივლისის შემდეგ დაიწყება.

ცელით მოთიბვა სახნავ-სათეს მიწაზე წელს 5 ლარი ღირს, არასახნავ-სათესი მიწის მოთიბვა კი 4 ლარი. ფასების ცვლილება საწვავსა და ტექნიკის სათადარიგო ნაწილებზე ფასების ზრდას უკავშირდება.

მოსახლეობამ ამ დრომდე არ იცის, თუ რამდენად შეიძლება 1 შეკვრა თივის ყიდვა, მაგრამ მატივე წინასწარი პროგნოზებით, 1 შეკვრა 8-10 ლარამდე ეღირება.

ადგილობრივებთან საუბრისას გამოვლინდა, რომ გასულ წელთან შედარებით ფასი წელს მაღალია. ტრაქტორით მოთიბვის შემთხვევაში 1 მეასედის ფართობის მოხვნა 80 თეთრის მაგივრად ახლა 1-1.2 ლარი ღირს. 1 ჰექტარი მიწის მოთიბვა საკრეჭი ტრიმერით 1.3-1.5 ლარი ღირს 1 ლარის ნაცვლად. წელს ერთი შეკვრის მომზადება ერთი ლარი ღირს.

ამის შესახებ სოფელ ყაურმის ერთ-ერთმა მცხოვრებმა გვიამბო: – „სათესი მინდვრები ჯერ კიდევ შეიძლება გაიზარდოს, ბალახი უკვე გაშრა, მიუხედავად წვიმების სეზონისა, ამიტომ უნდა დავიწყოთ მოთიბვა. წელს საკმაოდ ბევრი ბალახია, 1 ჰექტარზე 80 შეკვრა ამოიღება“.

უფრო დეტალურად ამის შესახებ ჩვენს აუდიოჩანაწერში.

იხილეთ ასევე: