პოლიციის შენობის სასმელი წყლის შადრევანი გამოსულია მწყობრიდან

პოლიციის შენობის სასმელი წყლის შადრევანი გამოსულია მწყობრიდან

სასმელი წყლის შადრევანი, რომელიც პოლიციის შენობის ტერიტორიაზე მდებარეობს, რამდენიმე დღეა, რაც მწყობრიდან გამოსულია. ამის გამო ტერიტორია იტბორება და წყალი ტროტუარზეც გამოდის. გზის ამ მონაკვეთზე გადასვლა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ სასმელი წყლის სისტემა ნინოწმინდაში ეფექტურად არ მუშაობს. წვიმიანი ამინდის დროს მოსახლეობას წყალი მიეწოდება, თუმცა მაშინ როცა წვიმა არ არის, მოსახლეობის ნაწილს წყალი დღეების განმავლობაში არ აქვს. სასმელი წყლის შადრევნებიდან კი წყალი უმოწყალოდ მიედინება. ასევე დაზიანებულია სასმელი წყლის მილებიც, რის გამოც გაზაფხულზე ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე წყლის მიწოდება შეზღუდული იყო.

რაც შეეხება პოლიციის შენობის ტერიტორიაზე მდებარე სასმელი წყლის შადრევანს, ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაციით, პოლიციას ეკუთვნის, რადგან მის ტერიტორიაზე მდებარეობს. თუმცა კონკრეტულად ვინ არის პასუხისმგებელი შადრევნის მდგომარეობაზე და ვინ შეაკეთებს მას, ჯერ-ჯერობით უცნობია.

ინფორმაცია ამის შესახებ განახლებული იქნება.

იხილეთ ასევე: