მედია: კვარაცხელია იმ ფეხბურთელთა სიაში მოხვდა, რომლებთანაც ნაპოლი ახალ კონტრაქტებს გააფორმებს

მედია: კვარაცხელია იმ ფეხბურთელთა სიაში მოხვდა, რომლებთანაც ნაპოლი ახალ კონტრაქტებს გააფორმებს

იტალიური ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი მათგანია, ვისთანაც “ნაპოლი” ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება. დიმაროში ახალი სეზონის დაწყებამდე გუნდის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ფეხბურთელებთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ განცხადება გააკეთა.

ორგანიზებულ საღამოზე გუნდმა 2023/2024 სეზონის ახალი ფორმა წარადგინა, რომელზეც მესამე სკუდეტოა გამოსახული. იტალიის ჩემპიონებმა დიმარო ფოლგარიდას ცენტრალურ მოედანზე მსვლელობა მოაწყვეს გულშემატკივრებს შორის, რომლებიც ემოციურად მიესალმნენ ფეხბურთელებს.

კვარაცხელიას პირველი სეზონი იტალიის ჩემპიონატში წარმატებული იყო. ის დაეხმარა “ნაპოლის” პირველი ლიგის ტიტულის მოპოვებაში 1990 წლის შემდეგ, რის შემდეგაც იგი აღიარეს სერია A-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ. ფანტასტიკური თამაშის გამო კვარაცხელიას მეტსახელად “კვარადონა” შეარქვეს ნაპოლის ლეგენდა დიეგო მარადონას სახელით.

წყარო: SOVA NEWS