24 ივლისს ნინოწმინდა-წალკის ცენტრალური გზის 43-ე კილმეტრზე L200 (pikap)-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეზე გადავიდა და ამოტრიალდა. ავტომობილის მძღოლი – ,,ATF servis”-ის თანამშრომელია.
ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მძღოლი – აზერბაიჯანის მოქალაქეა. იგი მრავალი დაზიანებებით ნინოწმინდის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე მუშაობენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.