ნინოწმინდელი კარატისტები საერთაშორისო ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ

ნინოწმინდელი კარატისტები საერთაშორისო ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ

21-დან 23 ივლისის ჩათვლით ქალაქ ქობულეთსი “კიოკუშინკაი” კარატეს საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ხუთმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, საქართველომ, სომხეთმა, ყაზახეთმა, თურქეთმა და ირანმა.

მწვრთნელების, სამველ დარბინიანისა და სერგო ქსპოიანის ხელმძღვანელობით ნინოწმინდის სპორტული სკოლიდან 20 მონაწილე იმყოფებოდა ჩემპიონატზე.

ამის შესახებ რადიო NOR-ს ესაუბრა სერგო ქსპოიანი. “ჩვენმა ჯგუფმა 7 მონაწილე წარადგინა. ისინი ძირითადად იყვნენ სოფელ ჯიგრაშენიდან და დილითიდან. 5 მედალი მოვიპოვეთ, სადაც ნარე კირაკოსიანმა და ვალიკო პოღოსიანმა პირველი ადგილი დაიკავეს. საიათ კირაკოსიანი, მარი მარგარიანი და მიქაელ მარაბიანი მეორე ადგილზე გავიდნენ.

ხოლო მწვრთნელ, სამველ დარბინიანის თქმით მონაწილეებმა კარგად წარადგინეს საკუთარი თავი. 13 მონაწილე ჰყავდათ წაყვანილი, ცხრა მათგანი კი პრიზებით დაბრუნდა.

“დაფინანსებასთან დაკავშრებით უნდა ვთქვა, რომ მხარი დაგვიჭირა ნინოწმინდის მერიის სპორტისა და კულტურის სამსახურმა სპორტულ სკოლასთან ერთად. ასევე მივიღეთ მოწვევა მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად”, – დაამატა დარბინიანმა.

დეტალები აუდიო მასალაში

იხილეთ ასევე: