სამცხე-ჯავახეთში კიდევ ერთი მიწისძვრა დაფიქსირდა

სამცხე-ჯავახეთში კიდევ ერთი მიწისძვრა დაფიქსირდა

დღეს, 28 ივლისს, 09:55 საათზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურთან მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3,5 მაგნიტუდა შეადგინა. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” იუწყება.

მიწისძვრა მოხდა გუშინაც, თბილისის დროით 16:38 საათზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში. სეისმური მონიტორინგის სამსახურის მონაცემებით, 3.4 მაგნიტუდის ბიძგები დიდველის მიმდებარედ, მიწის ზედაპირიდან 14 კილომეტრში დაფიქსირდა.