ნინოწმინდა-ახალქალაქის ცენტრალურ გზაზე უკვე რამდენიმე დღეა, რაც მონიშნის სამუშაოები მიმდინარეობს. ეს სამუშაოები ხორციელდება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით.
10 დღის წინ ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ასფალტის დაზიანებული ფენა მოიხსნა და ახლით შეიცვალა. სამუშაოების განმახორციელებელი კომპანია “ჯავახტავტოგზა” იყო.
რადიო NOR-ი არაერთხელ აშუქებდა ქალაქ ნინოწმინდაში თავისუფლების ქუჩაზე ტროტუარების სავალალო მდგომარეობას. ეს გზაც საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია.
აღნიშნულ პრობლემაზე ჩვენ შევეცადეთ კავშირი დაგვემყარებინა დეპარტამენტთან, თუმცა ჩვენს მიერ განხორციელებელი მრავალი ზარი იგნორირებულ იქნა.
რადიო NOR-ი ახლაც ცდილობს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან კავშირის დამყარებას. მასალა განახლებული იქნება.
იხილეთ აგრეთვე: