საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დღეს 28 ივლისს, თერთმეტი მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
აქედან ათი მსჯავრდებული პრეზიდენტმა სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო ერთ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.