გაზის ფასი მცირდება, ახლა უკვე თბილისელებისთვისაც

გაზის ფასი მცირდება, ახლა უკვე თბილისელებისთვისაც

კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბუნებრივ აირზე ტარიფების შემცირების შესახებ აცხადებს.

კომპანიის ცნობით, ტარიფები შემცირდება პირველი სექტემბრიდან და კუბური მეტრის ღირებულება შეადგენს 1,24 ლარს ახლანდელი 1,35-ის ნაცვლად.

ტარიფის ცვლილება შეეხებათ მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს. ტარიფი იგივე დარჩება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის – 0.539708 ლარი იქნება ერთ კუბურ მეტრზე.

„თბილისი ენერჯი“ ფასის ცვლილებას ხსნის შესასყიდი გაზის ფასის შემცირებითა და დოლართან მიმართებაში ლარის გამყარებით.

„კომპანია ახორციელებს ბუნებრივი გაზის იმპორტს და გადახდას აწარმოებს აშშ დოლარში. მომწოდებლების მიერ შესასყიდი გაზის ფასის შემცირების და ამასთან, აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის გამყარების გათვალისწინებით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, შეამციროს არასაყოფაცხოვრებო ტარიფი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნინოწმინდაში კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ფასი დღეიდან შემცირდა. როგორც კომპანია SJGC-მ რადიო NOR-ს ადრე აცნობა, 1 აგვისტოდან 1 კუბური მეტრი გაზის ღირებულება ლარის ეკვივალენტში $0,46 იქნება.

წყარო: ნეტგაზეთი