გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 აგვისტოს 21 საათიდან 3 აგვისტოს 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ელვა-ჭექა და ხანმოკლე წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში:
- დღისით: 27 – 32 გრადუსი სითბო
- ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა: 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 4 და 5 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
წყარო: ნეტგაზეთი “ბათუმელები”