თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესი შეჩერდა 16:20 საათის შემდეგ. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს სოციალურ ქსელში.
გაცნობებთ, რომ თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესის შეფერხების გამო, მზა დოკუმენტების მიღება 17:00 საათიდან, ამავე ფილიალის ავტოსადგომზე განთავსებული მობილური იუსტიციის სახლის მიკროავტობუსებიდანაა შესაძლებელი.მომხმარებელს მომსახურების მიღება, ასევე, თბილისის ვარკეთილისა და თბილისის გლდანის იუსტიციის სახლებში შეუძლია.თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ევაკუაცია ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა.აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვლებლივ გადაეცა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს. პროტოკოლის წესების გათვალისწინებით, განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია შენობისგან დაშორებულ, უსაფრთხო ადგილას. სამუშაო პროცესის აღდგენის შესახებ, ინფორმაცია დამატებით გამოქვეყნდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე.ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”, – წერია განცხადებაში.