კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია – ОДКБ სომხეთის სასაზღვრო რაიონებში საკუთარი მისიის განთავსებაზე სომხეთთან მოლაპარაკებებს ითხოვს. თუმცა უცნობია ამ ეტაპზე სომხეთის პოზიცია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მწვავედ აკრიტიკებდა ორგანიზაციას იმისთვის, რომ შესაბამისი დახმარება არ გაუწია წევრ ქვეყანას – სომხეთს აზერბაიჯანთან საომარი დაპირისპირებების დროს.
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ) ევრაზიაში NATO-ს მსგავსი, რუსეთის მიერ დომინირებული სამხედრო ბლოკია, რომლის მიზანიც წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვაა.
ყარაბაღის 2020 წლის ომიდან დღემდე სომხეთის ოფიციალურ პირებს არაერთხელ გაუკეთებიათ განცახდება სომხეთისთვის ორგანიზაციის არაეფექტურობაზე. შესაბამისად, დღემდე სომხეთში ОДКБ-ს წევრობის შენარჩუნების საკითხი პოლიტიკური დისკურსის მთავარ თემად რჩება.
წყარო: ნეტგაზეთი