სართიჭალაში მშენებლობაზე მძღოლი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მძღოლს რამდენიმეტონიანი ბეტონის ფილა დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.
შემთხვევა გუშინ, 2 აგვისტოს, მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.