შოვში მეწყერი ჩამოწვა

შოვში მეწყერი ჩამოწვა

რაჭაში, კურორტ შოვში, მჟავე წყლებთან მეწყერი ჩამოწვა.

როგორც ნეტგაზეთს საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის სამაშველო ძალები სტიქიის ადგილისკენ მიემართებიან. უწყებას დაშავაბულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვს.

დაშავებულებზე ინფორმაცია არ აქვთ არც ონის მერიაში.

„საქართველოს ამბების“ ინფორმაციით, მეწყერში 16 ადამიანია მოყოლილი,  მათ შორის ბავშვები.

შსს-ს ცნობით, მეწყერის ჩამოწოლის ადგილზე სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.