დღეს, 16 აგვისტოს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვში დაიწვა მცხოვრები გ.კ.-ს საკუთრებაში არსებული თივა, რომელიც 1700 ცალი თივის პრესისგან (ტუკისგან) შედგებოდა.
ხანძარი ღამის 2:30 საათისკენ გაჩნდა.
ადგილზე მომუშავე სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა თქვეს, რომ ამის შესახებ შეიტყვეს 2:58 საათზე და მთელი ღამის განმავლობაში ხანძარს ებრძოდნენ. დილის 9:35 საათისთვის ნინოწმინდის სახანძრო ბრიგადა ჯერ კიდევ მუშაობდა შემთხვევის ადგილზე.
ადგილზე აგრეთვე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები. დაწყებულია გამოძიება ხანძრის გაჩენის მიზეზების გამოსავლენად.
ხანძრის ჩაქრობას თანასოფლელებიც ცდილობდნენ. მათ ცეცხლის ჩასაქრობად საჭირო ნივთებისა და 4 ტრაქტორის მეშვეობით შეეცადეს ხანძრის ლიკვიდირება.