ავარია ნინოწმინდა-ორლოვკის გზაზე

ავარია ნინოწმინდა-ორლოვკის გზაზე

ნინოწმინდა-ორლოვკის გზაზე, ახმაზის ტბის მიმდებარედ, გუშინ ღამეს, დაახლოებით 00:00 საათზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მანქანა გზიდან გადავარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანას მნიშვნელოვანი დაზიანებები ჰქონდა.

ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მუშაობდა, თუმცა დაშავებულების შესახებ ამჟამად რადიო NOR-ს ინფორმაცია არ აქვს.