ყოველდღიურად ბარათით გადახდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფრო და უფრო პოპულარული, მარტივი და დახვეწილი ხდება.
მსოფლიო გამოცდილების მიხედვით, ბარათიზაცია (ანუ ბარათით გადახდის გახშირება) ამარტივებს ადამიანების და ბიზნესების ანგარიშსწორების ფაქტორს და ხელს უწყობს ბიზნესების სწრაფ განვითარებას და გამარტივებული სერვისების შეთავაზებას.
მიუხედავად ამისა, ნაღდი ფულის მოთხოვნა ჯერ კიდევ არსებობს და საკმაოდ მოთხოვნადია ისეთ ადგილებში, სადაც ბარათიზაცია საწყის ეტაპზეა ან, საერთოდ არ ჩატარებულა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნაღდი ფული საჭიროებს მოვლას და ეროვნული ბანკები ხარჯავენ თავიანთი რესურსების გარკვეულ პროცენტს იმისათვის, რომ უზრუნველყონ აღნიშნული ნაღდი ფულის მოვლის და გამოშვების პროცესი.
ნინოწმინდაში ნაღდი ფული საკმაოდ აქტიურ ბრუნვაშია და დღეისთვის, მოსახლეობის უმეტესობის აზრით, უფრო მეტად კომფორტული და მისაღები გადახდის საშუალებაა, ვიდრე ბარათით გადახდა. უფრო დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ მოსახლეობის აზრს ჩვენს აუდიოჩანაწერში.
მასალა დამზადებულია რადიო NOR-ის სტაჟიორ, ლადო ტერტერიანის მიერ.