სოფელ კათნატუში სანიაღვრე არხების მშენებლობა მიმდინარეობს

სოფელ კათნატუში სანიაღვრე არხების მშენებლობა მიმდინარეობს

წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კათნატუში სანიაღვრე არხების მშენებლობის სამუშაოები იგეგმება. ამისათვის გამოყოფილია 12 000 ლარი.

სამუშაოებს შეასრულებს ინდ. მეწარმე რაზმიკ ღუმაშიანი. სამუშაო პროცესი უკვე დაწყებულია: არხი ამოთხრილია, ბეტონის ფილების მოწყობის დასრულება და არხის გამაგრება დარჩა.

მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერით გათვალისწინებული ყველა სამუშაო ტენდერის მეშვეობით განხორციელდება.

მოსახლეობის ნაწილი კმაყოფილია განხორციელებული სამუშაოებით, მაშინ როცა მეორე ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს. ერთ-ერთი მკვიდრის სიტყვებით, სანიაღვრე არხების არსებობა კარგია, რადგან მანამდე ადგილობრივების ეზოები წვიმისა და მდნარი წყლით იტბორებოდა. მეორე მცხოვრებმა კი, სადაც არ იქნება გაყვანილი სანიაღვრე არხი, ამავე პრობლემაზე საუბრობს და ამბობს, რომ იგი მოუგვარებელი დარჩება.

პროექტის თანახმად, სოფლის ცენტრალურ ქუჩაზე 94.5 მ სიგრძის სანიაღვრე არხის აშენება იგეგმება.

დეტალები აუდიო მასალაში.

Radio NOR · Строительство водоотводной канавы в селе Катнату