ნინოწმინდა გამონაკლისი არაა – ელექტრონულმა სიგარეტმა დიდი პოპულარობა მოიპოვა მთელ მსოფლიოში, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტის ჩანაცვლება. ქალაქის ქუჩებში მოზარდებში იმჩნევა ელექტრონული სიგარეტის ხშირი გამოყენება, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტის “უსაფრთხო” ალტერნატივა.
რა არის ელექტრონული სიგარეტი?
ელექტრონული სიგარეტები, რომლებსაც ხშირად “ვეიპებს” უწოდებენ, ელექტრონული მოწყობილობაა, რომლებიც ნიკოტინისა და სხვადასხვა არომატის სითხისგან ორთქლს ქმნიან. ჩვეულებრივი სიგარეტისგან განსხვავებით, ელექტრონული სიგარეტი არ იწვის, არამედ ათბობს სითხეს, რაც მწეველს საშუალებას აძლევს შეისუნთქოს ორთქლი, რომელიც შეიცავს ნიკოტინს.
მრატომ ეწევიან ელექტრონულს სიგარეტს მწეველების აზრით?
- ელექტრონული სიგარეტი უფრო “უსაფრთხოა”: ბევრი მწეველი გადადის ელექტრონულ სიგარეტზე, მიაჩნია, რომ ისინი ჯანმრთელობისთვის ნაკლებად საზიანოა, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი, თამბაქოს წვის არარსებობის გამო.
- ბევრი არომატი: არსებობს მრავალი არომატის ელექტორნული სიგარეტი, რაც მათ უფრო მიმზიდველს ხდის მომხმარებლებისთვის, რომლებიც ეძებენ მრავალფეროვნებას.
- სოციალური ასპექტები: ელექტრონული სიგარეტის მოწევა ხშირად განიხილება, როგორც ნიკოტინის გამოყენების უფრო “ჰუმანური” ალტერნატიული გზა, რაც ასევე ხელს უწყობს მის პოპულარობას.
საქართველოს “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის თანახმად, თამბაქოს ნაწარმი და თამბაქოს შემცვლელი პროდუქტების მიყიდვა 18 წლამდე ასაკის პირებზე აკრძალულია, ასევე აკრძალულია მოწევა შენობაში და მანქანაში ბავშვის თანდასწრებით.
ფაქტი, რომ როგორც ჩვეულებრივი სიგარეტი, ასევე ელექტრონული – არასრულწლოვნების ხელში ხვდება, – ყველასთვის ცნობილია. როგორ გავუმკლავდეთ ამას და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ელექტრონული სიგარეტის მოწევას, – აუდიო მასალაში ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელთან – ეპიდემიოლოგ გაიანე სიმონიანთან ერთად გავარკვიეთ.