უძირო სანიაღვრე არხი და დაპირებები – მოსახლე უჩივის ინფრასტრუქტურის ხარისხს

უძირო სანიაღვრე არხი და დაპირებები – მოსახლე უჩივის ინფრასტრუქტურის ხარისხს

ქალაქ ნინოწმინდაში, სპანდარიანის ქუჩაზე მცხოვრები ა. კარაპეტიანი უჩივის მუნიციპალიტეტის მიერ აშენებულ სანიაღვრე არხის ხარისხს. მისი განხცადებით, 5 წლის წინ ააშენეს უხარისხო არხი და, დღეს მას წვიმის წყლის მიერ შემქნილ პრობლემებთან გამკლავება უწევს, რადგან სანიაღვრე არხი თავის ფუნქციას აღარ ასრულებს.

მის პრობლემას უფრო დეტალურად ჩვენს ვიდეოჩანაწერში გაეცნობით:

 

ბატონი კარაპეტიანის განხცადებით, მას ძალიან ბევრჯერ მიუმართავს მუნიციპალიტეტს, თუმცა დაპირებების გარდა ვერანაირ შედეგს მიაღწია და დღემდე მძიმედ იხსენებს ამ პრობლემას და მოგვარებას ცდილობს.

“იმის გამო რომ სანიაღვრე არხი უხარისხოა და  თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ძლიერი წვიმების მერე წყალი ბოსტანში და და სახლის სარდაფში ჩადის, რის გამოც სახლში საშინელი სინესტეა, კედლები იბზარება და წირთხლები ინგრევა. 1977 წლიდან ამ სახლში ვცხოვრობ, იატაკიდან ბალახმა ამოსვლა დაიწყო და ასეთ რაღაცას პირველად ვხედავ.” – ამბობს კარაპეტიანი.

 

რადიო NOR-მა მიმართა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს და მათი განცხადებით, აღნიშნულ სანიაღვრე არხთან დაკავშირებული საქმიანობა ავტომატურად ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ ქალაქის ფარგლებში დაგეგმილი იქნება მსგავსი, სანიაღვრე არხებთან დაკავშირებული პროექტი.