ნინოწმინდაში მწყერის კვერცხის ზომის სეტყვა მოვიდა/ ფოტო

ნინოწმინდაში მწყერის კვერცხის ზომის სეტყვა მოვიდა/ ფოტო

3 სექტემბერს, დაახლოებით 17:30-ზე ნინოწმინდაში ძლიერი სეტყვა წამოვიდა. სტიქია 15-20 წუთს გაგრძელდა, მაგრამ მოასწრო მოსახლეობის ბოსტნებისა და სათესების მიწასთან გასწორება.

დაზიანდა მოსახლეობის საკუთრება, როგორც სახლების სახურავები და ავტომობილები, ასევე ხეები, სათბურები და ელექტროკაბელები

ნინოწმინდელები ასეთი მასშტაბის სეტყვას არ იხსენებენ. როგორც ისინი ამბობენ, ზარალი უზარმაზარია. კარტოფილისგან არაფერია დარჩენილი, მარცვლეული მიწასთანაა გასწორებული, სახლების სახურავები კი ბადედ იქცა.

ამ ეტაპზე ზარალის შეფასება რთულია.

Radio NOR · Что предпримет Коммунальная служба Ниноцминдского муниципалитета по поводу мусорных урн?

მუნიციპალიტეტის მერის, ანივარდ მოსოიანის სიტყვებით, დღეის მდგომარეობით მერიაში მიღებული განცხადებების უმეტესობა ქალაქიდანაა. ყველა განცხადებას დააკვირდებიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ. თუმცა მერია მხოლოდ სახლების სახურავების აღდგენასთან დაკავშირებით შეძლებს დახმარებას. ავტომობილებისა და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების ზარალის კომპენსაციას მერია ვერ შეძლებს, რადგან ამისათვის არსებობს სადაზღვეო კომპანიები.