საწვავის ფასების ზრდა, მიზეზები და შედეგები. ექსპერტის აზრი

საწვავის ფასების ზრდა, მიზეზები და შედეგები. ექსპერტის აზრი

ნინოწმინდაში საწვავის ფასები ავტოგასამართი სადგურების მიხედვით განსხვავდება. ივლისის მონაცამებით, ჩვეულებრივი ბენზინის ფასი 2,40 ლარს შეადგენდა, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში 20-30 თეთრით გაძვირდა, ხოლო დიზელი წინა თვესთან შედარებით 10 თეთრით გაიაფდა.

კონკრეტულ ავტოგასამსართ სადგურებს არ ვასეხელებთ რათა სარეკლამო ხასიათის მატერებელი მასალა არ იყოს, მაგრამ საწვავის ფასები 4 სექტემბრის მონაცემებით შემდეგნაირია:

პრემიუმი – 2,78 – 2,89 ლარი;

ევრო-რეგულარი – 2,54 – 2,72 ლარი;

ევრო-დიზელი – 2,80 – 2,94 ლარი;

დიზელი – 2,71 – 2,83 ლარი.

ბენზინისა და დიზელის ფასების ზრდასთან დაკავშირებით ექსპერტ-ანალიტიკოს ვახტანგ მგელაძეს ვესაუბრეთ.

“ბენზინის ფასის ზრდა მსოფლიო ფასების ზრდას უკავშირდება. მსოფლიო ბაზარზე ფასები იზრდება და ჯერ უცნობია, რამდენი ხნით დარჩება ფასები ამ დონეზე. დიზელის ფასმა გვიან დაიწყო მომატება, ვიდრე ბენზინის. კერძო კომპანიები სხვადასხვა ქვეყნებიდან ახდენენ საწვავის იმპორტს და, ცხადია, ფასები განსხვავებული იქნება. ბენზინის ფასის ზრდამ შესაძლოა სხვა პროდუქტებისა და სატრანსპორტო საშუალებების ფასების ზრდაც გამოიწვიოს. ჩემი აზრით, საწვავზე ფასების ზრდამ შესძლოა კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდეს. დაახლოებით 2-3 თვე უნდა გავიდეს, სანამ ფასები შეიცვლება.”

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:

Radio NOR · Դիզվառելիքի գների բարձրացումը, պատճառները եւ հետեւանքները. Փորձագետի կարծիքը