დღეს, 5 სექტემბერს, ახალციხე–ადიგენის დამაკავშირებელ (ე.წ. ფარეხას) გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს სატვირთოს ტიპის მიკროავტობუსი დაეჯახა.
მომხდარზე შსს–მ გამოძიება ადმინისტრაციული
კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო.