წყალმომარაგების კომპანიის ნინოწმინდის სერვის-ცენტრის ახალი მენეჯერი სამომავლო გეგმებზე

წყალმომარაგების კომპანიის ნინოწმინდის სერვის-ცენტრის ახალი მენეჯერი სამომავლო გეგმებზე

ნინოწმინდაში ბოლო რამდენიმე წელია, რაც სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემებთან დაკავშირებული პრობლემები ჩნდება. განსაკუთრებით ეს ზაფხულის სეზონზე ჩანს, როცა ადგილობრივები იძულებულნი არიან წვიმებს ელოდონ, რომ წყალთან წვდომა ჰქონდეთ.

ეს პრობლემები განვიხილეთ “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების” კომპანიის ნინოწმინდის სერვის ცენტრის ახალ მენეჯერთან, არკადი კვატაშიძესთან. მან გვიამბო ახალ პროექტზე, რომელიც მომავალ წელს წყალგამყვანი ხაზის რემონტს გულისხმობს. ქალაქსა და რამდენიმე სოფელში იგეგმება სასმელი წყლის მილების შეცვლა და ახალი რეზერვუარის მშენებლობა. აგრეთვე ახადამონტაჟდება წყლის მრიცხველები.

სამუშოები უკვე დაწყებულია — ამჟამად არსებული მილებისა და მათი ადგილმდებარეობის კვლევები ტარდება. კომპანია სხვა ორგანიზაციებთანაც მუშაობს, რომელთა მილებიც ან ინტერნეტ-ხაზებიც მიწის ქვეშ გადის. ხოლო სამშენებლო სამუშაოების დაწყება მომავალი წლის ზაფხულში დაიწყება.

როგორც კომპანია აცხადებს, მილებისა შეცვლისა და მრიცხველების დამონტაჟების გარდა, გაუმჯობესდება წყლის მიწოდების ინფრასტრუქტურაც. თუ კი ქალაქში ვინმეს უკვე აქვს დაყენებული მრიცხველი, მათი შეცვლაც განხორციელდება. იგეგმება მუდმივი (24-საათიანი) წყალმომარაგების უზრუნველყოფა.

მოკლედ “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების” კომპანიის ნინოწმინდის ფილიალის ახალი მენეჯერის, არკადი კვატაშიძეს შესახებ

არკადი კვატაშიძე ქუთაისიდანაა. დამთავრებული აქვს ამავე ქალაქის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 2020 წლიდან ცხოვრობს თბილისში. მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო კომპანიაში: ბოლნისში, დმანისსა და კაჭრეთში მიგრაციული სამსახურის მენეჯერად, წყალმომარაგების განყოფილებაში თბილისის ფილიალში, “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების” კომპანიის მენეჯერად ბაკურიანში, ახლა კი ამავე პოზიციაზეა ნინოწმინდაში.