რატომ ვერ იღებენ პაციენტები კუთვნილ უფასო მედიკამენტებს?

რატომ ვერ იღებენ პაციენტები კუთვნილ უფასო მედიკამენტებს?

საქართველოს მასშტაბით დაავადებების მიხედვით პაციენტებს და პენსიონერებს ეკუთვნით უფასო მედიკამენტები, თუმცა მედიკამენტების გამოწერისას და აფთიაქებიდან გატანისას არსებობს პრობლემები. მოსახლეობის თქმით, როდესაც ისინი ექიმის მიერ გამოწერილი წამლის გატანას ცდილობენ, ხშირ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ეს წამლები არ არის უფასო მედიკამენტების მარაგში, თუმცა იგივე წამლის ცალკე ყიდვა შესაძლებელია.

პრობლემაზე გვესაუბრნენ როგორც პენსიონერები, ვისაც სურს ამ შესაძლებლობის გამოყენება, ასევე ნინოწმინდის ჰოსპიტალის თერაპევტი – კარინე არზუმანიანი.

Radio NOR · რატომ პაციენტები ვერ იღებენ კუთვნილ უფასო მედიკამენტებს?

როგორც გაირკვა, ძირითადი პრობლემა არის ბაზების დაგვიანება. როგორც ალტერნატივა, ექიმი კარინე არზუმანიანი სთავაზობს პაციენტებს უფრო ხშირად მოაკითხონ აფთიაქები, რომ ზუსტად იცოდნენ, როდის იქნება მათთვის საჭირო წამალი უფასო მედიკამენტების მარაგში.

ამასთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, ვის შეუძლია მიიღოს უფასო მედიკამენტები:

  • პირს, რომელიც დარეგისტრირებულია სოც. დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება;
  • პენსიონერებს (ქალი – 60 წლიდან, მამაკაცი – 65);
  • ვეტერანს;
  • პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქეს;
  • ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქეს;

0-5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის გათვალისწინებულია ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებები.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ დაავადებებს:

  • გულ-სისხლძაღვრთა ქრონიკული დაავადებები: წლიური ლიმიტი – 200 ლარის მედიკამენტი;
  • ფილტვის ქრონიკული დაავადებები: წლიური ლიმიტი – 300 ლარი;
  • დიაბეტი (მე-2 ტიპი) – წლიური ლიმიტი – 40 ლარი;
  • ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები – წელირი ლიმიტი – 20 ლარი;
  • პარკონსონი – წლიური ლიმიტი – 400 ლარი;
  • ეპილეფსია – წლიური ლიმიტი – 300 ლარი.

პროგრამის ფარგლებში უფასო მედიკამენტების სრულ ჩამონათვალს შეგიძლიათ მიმაგრებულ ფაილში გაეცნოთ:

Medikamentebis Nusxa Da Fasebi by Radio NOR on Scribd