გასულ წელს საგზაო-სამშენებლო კომპანია “ჯავახავტოგზამ” სოფელ ყულალისში 400 მეტრის სიგრძის გზის მონაკვეთის მოასფალტება დაასრულა. მიმდინარე [2023] წლის 10 ივლისს კომპანიამ დაიწყო ამ გზის ნაპირებზე სადრენაჟო სისტემის მშენებლობა, რომელიც ამ დროისთვის დასრულებულია.
რადიო NOR-თან საუბრისას სოფელ ყულალისის რწმუნებულმა, ხაჩატურ სარგსიანმა გვაცნობა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ყულალისში ასევე დაიწყება 106 მეტრის სიგრძის სადრენაჯო სისტემის მშენებლობაც. ამ სამუშაოებისთვის 15 820 ლარია გამოყოფილი.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ნახსენებ სამუშაოებს ინდ. მეწარმე ვახტანგ ხმალაძე.
დეტალები აუდიოჩანაწერში:
სოფელ ყულალისში, აგრეთვე, იგეგმება 300-400 მეტრის სიგრძის გზის მოასფალტება, რომელსაც ასევე კომპანია “ჯავახავტოგზა” შეასრულებს.
გახსენებთ, რომ პატარა გონდრიო-ყულალისის 2კმ-იანი გზაზე ასფალტი დააგეს 2022 წელს. გზის ამ მონაკვეთის მოასფალტებისთვის 1 556 803 ლარი იყო გამოყოფილი. აქედან 57% სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, 43% კი ადგილობრივიდან. სამუშაოებს კვლავ “ჯავახავტოგზა” ასრულებდა.