მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობის პირველი ეტაპი ნინოწმინდაში წარმატებით დასრულდა

მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობის პირველი ეტაპი ნინოწმინდაში წარმატებით დასრულდა

ნინოწმინდის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე ბერი გაბრიელის მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობა გრძელდება.

მამა ავთანდილის თქმით, მშენებლობა 3 ეტაპად მიმდინარეობს. აქედან პირველი წარმატებით დასრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კედლების აშენების სამუშაოები და მიმდინარე წელს იგეგმება სახურავის მშენებლობის დასრულებაც. დანარჩენი სამუშაოები მომდევნო წლისთვის გადაიტანეს, რადგან ზამთარი ახლოვდება და მშენებლობის გაგრძელება შეუძლებელია.

ახალი მართლმადიდებლური ეკლესიის ადგილის კურთხევა 2018 წელს, 6 ივლისს შედგა. მშენებლობა შემოწირულობებით მიმდინარეობს. ამ ადგილას აშენდება ბერი გაბრიელის გუმბათოვანი ეკლესია. უცნობია როდის დასრულდება ტაძრის მშენებლობა, რადგან ის გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული, რომელიც შემოწირულობებით გროვდება.

მამა გაბრიელი ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე სარგებლობდა სახალხო თაყვანისმცემლობით, შეიძინა ნათელმხილველობისა და სასწაულების ნიჭი. 2012 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმინდანთა შორის მეუფის წოდებით იქნა განდიდებული. ეს მოხდა მისი გარდაცვალებიდან წარმოუდგენლად მოკლე დროში, ჩვიდმეტი წლის შემდეგ.

ნინოწმინდაში მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობა განახლდა