12 სექტემბერს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 10 ახალგაზრდა საშემოდგომო გაწვევის ფარგლებში სამედიცინო შემოწმებაზე წავიდა. მშობლები, ნათესავები და ახლო მეგობრები მოვიდნენ ახალწვეულების გასაცილებლად.
წვევამდელები სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ უნდა შეირჩნენ წინასწარი მომზადებისთვის (კარანტინი), შემდეგ კი უნდა იმსახურონ თავდაცვის სამინისტროში.
2023 წლის საშემოდგომო გაწვევის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა მიმართულებით 21 ადამიანი ჩაირიცხება. 2023 წლის საგაზაფხულო გაწვევისას 23 წვევამდელმა 2000 ლარის გადახდით გადავადება მიიღო. 2023 წლის შემოდგომისას – 8.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან დროებით თავისუფლდებიან სტუდენტები, სოფლის მასწავლებლები და ექიმები, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოქალაქეები.
საქართველოში ასევე ოფიციალურად დროებით გათავისუფლება სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან 2000 ლარია. 2000 ლარის გადახდით, პირი იღებს გადავადებას 18 თვით. ერთსა და იმავე ადამიანს შეუძლია გადავადება მიიღოს მხოლოდ 2-ჯერ, გადავადების საფასურის გადახდით.
აქვე დავამატებთ, რომ თავდაცვის სამინისტროში მომსახურე წვევამდელები ყოველთვიურად 200 ლარს იღებენ.
18-დან 27 წლამდე ასაკის პირებს ეკისრებათ სამხედრო სამსახური 12 თვით.