“Junior Eurovision-2023” – ის სცენაზე, “რანინას” მეექვსე სეზონის გამარჯვებულთ ანასტასია ვასაძესთან ერთად, “რანინას” მონაწილეები, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი გამოვლენ.
ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი “რანინა” 2022-ის ფინალისტები იყვნენ.
უახლოეს მომავალში გაიმართება სიმღერის პრემიერა, რომელსაც საქართველოს წარმომადგენლები საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე შეასრულებენ.
26 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში საბავშვო ევროვიზიის 21-ე კონკურსი გაიმართება. საქართველომ ეს კონკურსი სამჯერ მოიგო.