12 სექტემბერს შავი ზღვის სანაპიროსა, საქართველოს მთიან რეგიონებსა და კახეთის ტერიტორიაზე ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. ინფორმაციას გარემოსა დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“მოსალოდნელმა უხვა ნალექმა, შესაძლოა, გამოიწვიოს საქართველოს მდინარეების წყლის დონის აწევა, წყალდიდობები, მთიან რეგიონებში კი მეწყრული პროცესების ჩამოყალიბება და აქტივიზაცია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.