საქართველო, რომელიც ევროპისა და აზიის კვეთაზე მდებარეობს, დიდი ხანია გლობალური პოლიტიკური ცვლილებების მოწმე და აქტიური მონაწილეა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ის მუდმივად ცდილობდა დასავლეთთან კავშირების განმტკიცებას და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ სწრაფვას. ამ კონტექსტში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება თანამედროვე ქართული პოლიტიკისა და მსოფლიო გეოპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი თემა ხდება. ამ სტატიაში განხილული იქნება ამ პროცესის ძირითადი ასპექტები, მითები და რეალობა საქართველოს ევროკავშირში შესვლის თაობაზე.
ცნიბილია, რომ 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიენიჭა საქართველოს ევროპული პერსპექტივა.
ჩვენ გვაქვს 12 პუნქტიანი დავალება. ეს პუნქტები ეხება როგორც პილიტიკურ, ასევე სოციალურ საკითხებს, რომლებიც უნდა იყოს მოგვარებული იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს.
ამ აქტუალური საკითხის შესახებ ჩვენ ილიაუნის, საერთოშორისო ურთიერთობების პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტ, ლაურა ანესიანს ვესაუბრეთ.
ლაურა აქტიურადაა ჩართული ევროინტეგრაციის საკითხებში, ესწრება საინფორმაციო ტრენინგებს ევროკავშირის შესახებ და გვიზიარებს მის ცოდნას და გამოცდილებას ამ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით.
“ევროკავშირი როგორც გაერთიანება დღეთიდღე უფრო პოპულარული ხდება ჩვენს საზოგადოებაში. ვფიქრობ, რომ უნივერსალური გაერთიანება არის, რომელიც თავისუფლებისa, დემოკრატიის ღირებულებებზეა დაფუძნებული, და თუ გადახვედავთ საქართველოს კონსტიტუციას, იქაც იგივე წერია, შესაბამისად, ისტორიულადაც ჩვენი არჩევანი იყო ევროპა. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს 80%-ზე მეტი უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს.
მითები, რაც არსებობს, ვფიქრობ, არის ინფორმაციის ნაკლებობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ვცხოვრობთ 21 საუკუნეში, სადაც ყველას აქვს სმარტფონები და ინტერნეტი, მაინც გარკვეული ნაწილი არასანდო წყაროებით და ინფორმაციით სარგებლობს.”
საქართველო, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, ხშირად აწყდება მითებსა და დეზინფორმაციას ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ, მაგალითად, სუვერენიტეტის დაკარგვა, ეკონომიკური დანაკარგები, კულტურული და ისტორიული იდენტობის დაკარგვა, წევრობის მიუწვდომლობა და ა.შ. მითებთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელოვანი ნაწილია ევროინტეგრაციისა და იმ რეალური სარგებლის შესახებ, რაც მას შეუძლია მოუტანოს საქართველოს და მის მოქალაქეებს.
ამ პრობლემის შესახებ უფრო ვრცლად ინტერვიუში ლაურსთან: