ცოტა ხნის წინ, კანალიზაციის ხაზის გადაკეტვის პრობლემა გახდა თავისუფლების #7 ხუთსართულიანი შენობის მაცხოვრებლების საზრუნავი.
დღეს ისევ თავისუფლების #7-ში ერთ-ერთ შენობაში კანალიზაციის მილები გაიჭედა.
მოქალაქე ჰაიასტან ისპირიანის თქმით, გაჭედვის მიზეზი თავად მოსახლეობის დაუდევარი მოპყრობაა. ჩვენს სადარბაზოში კანალიზაცია პირველად არაა გაჭედილი, იმის გამო, რომ მოსახლეობა ყველაფერს კანალიზაციაში აგდებს. არსებული პრობლემების აღმოფხვრა წყალმომარაგების სამსახურის თანამშრომლებს ვთხოვეთ. ისინი დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ ჩვენს მოთხოვნას და პრობლემა მოგვარდა. მიუხედავად იმისა, რომ გაჭედვა შენობის შიგნით იყო და ის წყალმომარაგების სამსახურის ფუნქციის ნაწილი არ იყო, ისინი დაგვეხმარნენ.
ჰაიასტანმა დაამატა, სამომავლოდ მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ყურადღებობისკენ მოუწდებს. განმეორებითი გაჭედვის შემთხვევაში, შენობის მაცხოვრებლები თავად უნდა მოაგვარონ მსგავსი პრობლემა.