როდის ჩატარდება მინი სტადიონების სარეაბილიტაციო სამუშაოები გონდრიოში, დილიფში და სპასოვკაში

როდის ჩატარდება მინი სტადიონების სარეაბილიტაციო სამუშაოები გონდრიოში, დილიფში და სპასოვკაში

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში პ. გონდრიოსა და დილიფში მინი სტადიონები დაზიანებული და გამოუსადეგარია. ასევე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ სპასოვკის სტადიონზე.

პატარა გონდრიოს მცხოვრებლებმა აცნობეს რადიო NOR-ს, რომ მინი-სტადიონი 5-6 წელია დანგრეულ მდგომარეობაშია. განადგურებულია სათამაშო მოედანი და ღობე. მინდორი წვიმის შემდეგ წყლით ივსება და თამაში თითქმის შეუძლებელია. წელს უნდა შეკეთებულიყო, მაგრამ სამუშაოები ჯერ არ ჩატარებულა.

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:

ივნისში ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნული სოფლების სტადიონების გეგმა მზად იყო და ექსპერტიზაზე გაიგზავნა. პროგრამის მიღების შემდეგ გამოცხადდება ტენდერი.

იმის გასარკვევად, თუ როდის დაიწყება სარემონტო სამუშაოები, კვლავ ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს დავუკავშირდით, სადაც გვიპასუხეს, რომ სოფელ დილიფში, პ.გონდრიოსა და სპასოვკაში მინი სტადიონების შეკეთებაზე ტენდერი 8 სექტემბერს გამოცხადდა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ 16-დან 19 სექტემბრამდე. თუ ტენდერის მონაწილეები გამოვლინდებიან და ხელშეკრულება დაიდება – სამუშაოები დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სამუშაოებისთვის 158,423 ლარია გამოყოფილი, აქედან 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო 95% სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

პატარა გონდრიოს მინი სტადიონი  -87,963 ლარი
სოფელ დილიფის მინი სტადიონი – 64,718 ლარი
სოფელ სპასოვკის მინი-სტადიონი – 5742 ლარი.

 

Radio NOR · Ե՞րբ կվերանորոգվեն Փոքր Գոնդուրայի, Դիլիֆի եւ Սպասովկայի մինի մարզադաշտերը

Փոքր Գոնդուրայի, Դիլիֆի եւ … by Radio NOR