უეფა-ს ანგარიში – ევროპულმა ფეხბურთმა პანდემიის შედეგები დაძლია და რეკორდები გააუმჯობესა

უეფა-ს ანგარიში – ევროპულმა ფეხბურთმა პანდემიის შედეგები დაძლია და რეკორდები გააუმჯობესა

უეფა-მ ევროპულ საკლუბო ფეხბურთზე ახალი შედარებითი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ბევრი საინტერესო ფაქტია. ანგარიში ხაზს უსვამს ევროპული ფეხბურთის გაძლიერებას. მაყურებელთა რაოდენობა წელს 209 მილიონამდე გაიზარდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

ანგარიშში, რომელიც გრძელვადიანი შრომის შედეგებს ეფუძნება, წარმოდგენილია მოთამაშეებთან, მწვრთნელებთან და ტურნირებთან დაკავშირებული საკითხები. ეს ყველაფერი აჩვენებს, როგორ ფუნქციონირებს ევროპული ფეხბურთი 2023 წელს.

რეკორდული დასწრება

ალექსანდრ ჩეფერინის განცხადებით, 2022/23 წლების სეზონი იყო პირველი, როცა სამწლიანი შეზღუდვის შემდეგ ევროპაში მაყურებელი სტადიონებზე დაბრუნდა. სულ მცირე 33 ლიგაში დაფიქსირდა უკეთესი დასწრება, ვიდრე (2018/19) პანდემიამდე. 14 ლიგაში კი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მეტი ადამიანი დადიოდა თამაშებზე.

რეკორდული ტრანსფერები

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე რეკორდული აქტივობა. საუდის არაბეთის კლუბებმა კონკურენცია გაუწიეს ინგლისის პრემიერ ლიგას, თუმცა ევროპაშიც დიდი საინვესტიციო ნახტომი იყო ტრანსფერების კუთხით. ევროპულმა კლუბებმა 2023 წლის ზაფხულში ტრანსფერებზე, ჯამში, 7.2 მილიარდი ევრო დახარჯეს, რამაც წინა (2019 წლის ზაფხულის) რეკორდს 3%-ით გადააჭარბა, ხოლო გასული ზაფხულისას – 24%-ით. ეს სერიოზული წინსვლაა პანდემიის შემდეგ, როდესაც კლუბებმა 7 მილიარდი ევრო დაკარგეს.

ანგარიში ასევე ჩანს ტენდენცია, რომ მთავარი მწვრთნელები სულ უფრო ხანმოკლე ვადით (საშუალოდ 1.31 წელი) რჩებიან კლუბებში. გასულ სეზონში ევროპის უმაღლეს დივიზიონებში კლუბების 66%-მა ერთხელ მაინც შეიცვალა მთავარი მწვრთნელი.

წაყარო: