17 სექტემბერს სომხური სამოციქულო ეკლესია ხაჩვერატს (ჯვართამაღლებას) აღნიშნავს.
ნინოწმინდიდან სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მორწმუნეები სულიერ მოძღვართან, ტერ არმან პოღოსიანთან ერთად ქვეითად გაემგზავრნენ სოფელ დ. არაქალის წმინდა ჯვრის ეკლესიაში, სადაც სადღესასწაულო ლიტურგია ჩაატარეს.
დ. არაქალი ერთადერთი სოფელია ნინოწმინდის რაიონში, სადაც არის ეკლესია სურბ ხაჩის წოდებით (წმინდა ჯვარი). ჯვართამაღლების დღესასწაული სოფლის დღესასწაულიცაა. ყოველწლიურად სექტემბერში მორწმუნეები მომლოცველობას მღვდელ ტერ არმაშ პოღოსიანის ხელმძღვანელობით ასრულებენ.