ჟდანოვის სათამაშო მოედანი: განახლების პროცესი

ჟდანოვის სათამაშო მოედანი: განახლების პროცესი

როგორც უკვე გაცნობათ რადიო NOR-მა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეთში სათამაშო მოედნების განახლება მიმდინარეობს. სათამაშო მოედნების გასანახლებლად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 350 000 ლარი.

2021 წელს სოფელ ჟდანოვში, “დახმარება სოფელს” პროექტის ფარგლებში, სათამაშო მოედნის მოსაწყობად 12 000 ლარი იყო გამოყოფილი. დღეისთვის 2023 წლის პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სამუშაოებს ი/მ რაზმიკ ღუმაშიანი ახორციელებს. ტენდერი შედგა 295 040 ლარის ფარგლებში. სამუშაოების განხორციელების ვადა 20 კვირაა.

სოფელ ჟდანოვში სათამაშო მოედნის განახლების პროცესი დასასრულს უახლოვდება. რადიო NOR-ი სამუშაოების ჩატარების ადგილას სოფლის სპეციალისტს, ოვსეფ ანტანოსიანს ესაუბრა. მისი თქმით, სამუშაოებისთვის 40 000 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა ტენდერი ნაკლებ ფასში შედგა. თანხის ზუსტი ოდენობა საუბარში არ ფიქსირდება.

ვრცლად ჩვენს აუდიომასალაში ოვსეფთან:

Radio NOR · Ჟდანოვის Სათამაშო Მოედანი.MP3