იუსტიციის სახლის განცხადებით, ტექნიკური ხარვეზის გამო, ფილიალებში შეფერხებულია სერვისების გაცემა.
“გაცნობებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად პროვაიდერის ქსელზე წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია სერვისების გაცემა.
ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. სერვისების გაცემის პროცესის განახლებისთანავე ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ Facebook გვერდზე.ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!”, – ნათქვამია განცხადებაში.