სამცხე–ჯავახეთში ცხრა ბაღისა და ერთი სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება. „მუნიციპალური განვითარების ფონდმა” შენობების რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერები გამოაცხადა.
ადიგენის მუნიციპალიტეტი
სოფელ ვარხანში, 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია–რეაბილიტაციისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და სამუშაოების შესრულებისთვის სახელმწიფო შესყიდვა 1 462 000 ლარზე გამოცხადდა.
ტენდერი გამოცხადებულია სოფელ უდის N1 და სოფელ არალის საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვისაც. შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება 4 210 000 ლარია. სოფელ უდის N1 საბავშვო ბაღი 100 ბავშვზე გათვლილი, არლის კი 100 ბავშვზე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ქალაქ ახალქალაქში N1 და N2 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ბაღებისთვის პროექტის მომზადებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, სახელშეკრულებო ღირებულება 7 522 000 ლარია განსაზღვრული. N1 ბაღი 150 ბავშვზე გათვლილი, ხოლო N2 ბაღი კი 300 ბავშვზე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი სულდაში საჯარო სკოლის დეტალური პროექტის მომზადება და სამშენებლო სამუშაოებია დაგეგმილი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 031 520 ლარია. სულდის საჯარო სკოლა 160 მოსწავლეზეა გათვლილი.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
სოფელ განძასა და სოფელ დიდ გონდრიოში საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება 5 046 000 ლარზეა გათვლილი. სოფელ განძას ბაღი 125 ბავშვზეა გათვლილი, ხოლო დიდი გონდრიოს ბაღი კი 100 ბავშვზე.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ქალაქ ბორჯომში N1 საბავშვო ბაღში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის და შესაბამისი პროექტის მომზადებისთვის სახელშეკრულებო ღირებულება 3 096 000 ლარია. ბაღი 200 ბავშვზე გათვლილი.
ასპინძის მუნიციპალიტეტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში, 75 ბავშვზე გათვლილი ბაღის სარებაილიტაციო პროექტის და ამ პროექტზე დაყრდნობით სამუშაოების ჩატარებისთვის 1 527 000 ლარია გათვალისწინებული.
ბაღებისა და სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ–გვერდზე „მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ ტენდერები უკვე გამოაცხადა.