რაზეა დამაგრებული 27000 ლარიანი ტრენაჟორები?

რაზეა დამაგრებული 27000 ლარიანი ტრენაჟორები?

ნინოწმინაში დამონტაჟებული ტრენაჟორები კვლავ შეკეთების საჭიროებას განიცდიან.

ადრე რადიო NOR-მა მიაქცია ყურადღება ტრენაჟორების ამოვარდნილ დეტალებს. პრობლემა ადგილზევე მოგვარდა მერიის შიდა აუდიტის თანამშრომლების ჩართულობით, თუმცა ძირიდან დასუსტებული და გაცვეთილი ჭანჭიკების პრობლემა, რითიც დამაგრებულია ტრენაჟორები ძირს, ჯერჯერობით მოუგვარებელი რჩება.

ჩვენ კვლავ მივმართეთ ნინოწმინდის მერიის ინფრატრუქტურის თანამშრომლებს, რათა გაგვერკვია, რა ნაბიჯებია გადადგმული ამ საკითხის მოსაგვარებლად.

კონტროლის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჟირაირ შაიბეკიანის თქმით, იფრასტრუქტურის სამსახური უკვე მიუმართავს პასუხისმგებელ კომპანიას საკითხის თაობაზე და ელოდებიან რეაგირებას.

შეგახსენებთ, რომ მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, გამიზნულად ან შემთხვევით გაფუჭებული ტრენაჟორი გარანტიით შეკეთებას არ ექვემდებარება და პასუხისმგებლობა სრულიად ეკისრება იმ მოქალაქეს, რომელიც ჩარეულია საქმეში.

ნინოწმინდაში ტრენაჟორების მონტაჟის ტენდერი გამოცხადდა 2021 წელს, თუმცა, მკაცრი ზამთრის პირობებიდან გამომდინარე, სამუშაოები გაგრძელდა 2022 წლის ოქტომბრამდე. ამისათვის ადგილობრივი ბიუჟეტიდან გამოიყოფა 33 000 ლარი, თუმცა კომპანიას დასჭირდა 27 388 ლარი. სამუშაოებს კომპანია “მეგობრობა-5” ახორციელებდა.