როდის გაიტანენ სამშენებლო ნარჩენებს და ხარაჩოებს

როდის გაიტანენ სამშენებლო ნარჩენებს და ხარაჩოებს

ნინოწმინდაში, თავისუფლების #7 ფასადებისა რემონტი შეჩერებული, თუმცა სამშენებლო ნარჩენები უკვე 20 დღეა არ გაუტანიათ. შენობის მცხოვრებლები ასეცე უჩივიან შენობის გარშემო დადგმულ ხარჩოებს, რადგან ისინი სარდაფების შესასვლელები გადაკეტეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ადრეც მივმართეთ შპს “იქს-2”-ის ხელმძღვანელ, გიორგი ხოზრევანიძეს, რაღა გაგვერკვია, რა იგიგმება ამ პრობლემის მოსაგვარებლად. პასუხად მივიღეთ, რომ ერთი კვირის განმავლობაში პრობლემა მოგვარდებოდა. გასულია 20 დღე, თუმცა არაფერი შეცვლილა.

სამშენებლო ნარჩენები მანქანების გადაადგილებას ხელს უშლის შენობის შესასვლელთან, ასევე არის წაქცევის საშიშროებაც ქვეითად მოსიარულეებისათვის.

ჩვენ დღესაც დავუკავშირდით გიორგი ხოზრევანიძეს. მისი თქმით, ნაგავს და ხარაჩოებს ამ შაბათ-კვირას გაიტანენ.