ნინოწმინდისა და ახალქალაქის ახალგაზრდების მონაწილეობა “Mercy Corps-ის” პროექტში

ნინოწმინდისა და ახალქალაქის ახალგაზრდების მონაწილეობა “Mercy Corps-ის” პროექტში

23 სექტემბრიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კერძოდ ბაკურიანში, “Mercy Corps-ის” ბიზნეს ტრენინგების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელშიც ახალგაზრდები როგორც ნინოწმინდიდან, ასევე ახალქალაქიდან, ასპინძიდან, ახალციხიდან და სხვა მუნიციპალიტეტებიდან მონაწილეობენ:

პროგრამის მთავარი მიზანია ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა იმ რეგიონებში, სადაც 18-დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან ჩართულნი და პირადი ბიზნესი აქვთ ან ნულიდან დაწყებას გეგმავენ:

ამის შესახებ რადიო NOR-ს ორგანიზაცია „Mercy Corps-ის” და “ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარების” პროგრამის დირექტორმა, უჩა ვარამაშვილმა განუცხადა: „ზოგად პროგრამაში სულ 1600 ახალგაზრდა მონაწილეობდა, საიდანაც 33 მონაწილე ჩვენ მიერ უკვე დაფინანსდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ბიზნეს პროექტებთან დაკავშირებული ტრენინგები, გვყავს 75 მონაწილე 4 რეგიონიდან, გამარჯვებულთა ვინაობა გამოვლინდება წლის ბოლოს და დაფინანსდება დაახლოებით 20-დან 25-მდე მონაწილე. უნდა ითქვას, რომ პროგრამა „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ აფინანსებს ორგანიზაცია „ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა“, რომელიც საქართველოში 1 წელზე მეტია ფუნქციონირებს. პროგრამას ასევე ჰყავს 21 პარტნიორი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ვმუშაობთ 17 მუნიციპალიტეტთან 4 რეგიონში“.

75-ვე მონაწილე 29 სექტემბერს დიპლომებით დაჯილდოვდება, ხოლო ტრენინგები 30 სექტემბერს დასრულდება“, – განაცხადა ვარამაშვილმა.

დეტალები ჩანაწერში:

Radio NOR · Նինոծմինդայի եւ Ախալքալաքի երիտասարդների մասնակցությունը «Mercy Corps» -ի ծրագրին

ბიზნეს გეგმის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ, ნინოწმინდის რეგიონიდან 4 მონაწილე ემზადება მეორე ეტაპზე საკუთარი ბიზნესპროექტებისა და იდეების წარსადგენად.

ნინოწმინდაში მცხოვრები მზისა ხმალაძე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ზემოთ აღნიშნულ პროგრამაში და გაიარა პირველი ეტაპი, ახლა ბაკურიანში მე-2 ეტაპისთვის ემზადება. მისი პროექტი ეხება მცენარეული და ადგილობრივი ჩაის წარმოებას.

მისი თქმით: „ასეთი ტრენინგები მნიშვნელოვანია ბიზნესპროექტის წარდგენამდე, სადაც ტრენერებთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ ყველა კარგი პროექტი წარმატებული იქნება და ჩვენი რეგიონები განვითარდება.”