საქართველოს აქვს საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ მოქალაქეს, ასაკის მიუხედავად, შეუძლია ისარგებლოს სახელმწიფო დაზღვევის უფლებით.
ბევრი ადამიანი ეძებს სამედიცინო დახმარებას, ფიქრობს, რომ თუ მათ აქვთ პოლისი, შეუძლიათ ისარგებლონ უფასო სერვისით ყველა შემთხვევაში, ყველგან და ყოველთვის. საქართველოში “საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის” პროგრამა უკვე მე-8 წელია ფუნქციონირებს.
2022 წლის 1 ნოემბრიდან პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ცალკე სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტები ხელმისაწვდომია პედაგოგებისთვის, პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსის მქონე ადამიანებისთვის. დანარჩენი პირებისთვის სადაზღვევო პაკეტი ყველასთვის ერთნაირია. ასევე არსებობს კერძო სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც სთავაზობენ სხვადასხვა მომსახურებას.
ყველა სერვისი უკვე თანამონაწილეობით მუშაობს, ანუ როგორც სახელმწიფო, ისე პაციენტი იხდიან მომსახურების საფასურს.
თუ მანამდე, ზოგიერთი სამედიცინო მომსახურებით, სახელმწიფო აფინანსებდა მკურნალობას 100%-ით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან ყველა სამედიცინო მომსახურება მოითხოვს თანამონაწილეობას. თანამონაწილეობის გარეშე შეიძლება მკურნალობდნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ სოციალურად დაუცველი, პირველი კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მასწავლებლების სტატუსი (არა ყველა პროცედურაში). თანამონაწილეობის გარეშე ფინანსედა მშობიარობა, ისევე როგორც ზოგიერთ შემთხვევაში ონკოლოგია და ქიმიოთერაპია.
სს ,, ევექსის კლინიკები” ნინოწმინდის კლინიკის,, მენეჯერის, წოვინარ მანველიანის თქმით, 0 – დან 5 წლამდე ასაკის ბავშვ პაციენტებს მთლიანი ღირებულების 20%-ის გადახდა უწევთ, 5 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვ პაციენტებს – საერთო ღირებულების 30%. ყველა პენსიონერი იხდის მთლიანი ღირებულების 10%-ს. სადაზღვევო პაკეტს ასევე იყენებენ მასწავლებლები და სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსის მქონე ადამიანები, რომელთა სოციალური ქულები არ აღემატება 70 000-ს.
ასევე, იმ ადამიანებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება, სამედიცინო მომსახურება ფასიანია და სახელმწიფო პაკეტები არ არსებობს.
წოვინარ მანველიანმა ასევე ახსენა, რომ ჩვენი სტუდენტები, რომლებიც თბილისში სწავლობდნენ და თბილისის კლინიკების ბენეფიციარები იყვნენ, ახლა ისინი ჩამოვიდნენ ნინოწმინდაში და ფიქრობენ, რომ ავტომატურად შეიძლება გახდნენ ჩვენი ბენეფიციარი, მაგრამ ჩვენს კლინიკაში დაზღვევა არ აქვთ.
მოქალაქე ირჩევს, რომელი სამედიცინო კომპანიისგან სურს სადაზღვევო პოლისის მიღება და ნებისმიერ დროს შეცვლა შეუძლია.
ვრცლად ინტერვიუში წოვინართან: