სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტის (AUA) ტრპანჯიანის სოფლის თემის განვითარების პროგრამა.
პროექტის მიზანია საქართველოსა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და სომხეთში სოფლად მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა.
პროგრამა უზრუნველყოფს ეკონომიკურ შესაძლებლობებს უფასო სამეწარმეო კურსების მეშვეობით (ფინანსური მენეჯმენტი, მარკეტინგი, ბიზნეს გეგმის შექმნის უნარები). ფინანსური მხარდაჭერა (სესხი წლიური 5%-ით), მუდმივი კონსულტაციები და მხარდაჭერა.
30 სექტემბერს მოხდა ერთ-ერთი მხარდაჭერილი პროექტის, მანუშაკ პაილევანიანის ბიზნეს იდეის გახსნა.
10 დღის განმავლობაში მანუშაკმა კეთილსინდისიერად მიიღო მონაწილეობა პროგრამის მიერ დაგეგმილ შეხვედრებზე, შეადგინა კომპეტენტური ბიზნეს გეგმა და მიიღო ფინანსური მხარდაჭერა.
“დღეს TRDP აქტიურადაა ჩართული ჯავახეთში ბიზნესის განვითარების პროცესში. TRDP ხელს უწყობს ჯავახეთის ბიზნესმენებს საკუთარი ბიზნესების წარმართვაში. პროექტის ფარგლებში ჩატარებულია 10 დღიანი ტრენინგები, დაიწერა ბიზნეს გეგმები, სადაც ჩვენმა ბენეფიციარებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში. ჩვენ ვაკვირდებით და ყურადღებას ვაქცევთ ყველა გადადგმულ ნაბიჯს, რათა წინ წავიწიოთ ჩვენი ბიზნესმენების მიზნები და საშუალება მიეცეს მათ განავითარონ ჩვენი რეგიონი. – TRDP-ს პროექტის კოორდინატორი ირინა კარსლიანი.“
ვრცლად ჩვენს აუდიომასალაში მანუშაკთან: