ნინოწმინდის 60-80 წლის მოსახლეობას შორის წელზე მეტია შესანიშნავი მოვლენაა შესამჩნევი.
ყოველ დილას, აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის რამდენიმე ადამიანი აქტიურ დროს ატარებენ და ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვებიან. დილაობით სიარული სუფთა ჰაერზე მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად ასაკისა, დღეში რამდენიმე კილომეტრს მიაბიჯებენ.
სიარულის შემდეგ, ისინი ქუჩის ტრენაჟორებთან მიდიან, რადგან ვარჯიში ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.
კარსლიან არმენაკის თქმით, დილით ადრე დგომა და სუფთა ჰაერზე ვარჯიში ქცევად იქცა. “ხანდახან ორნი ვართ, ხანდახან – ბევრნი, მაგრამ ვცდილობთ მუდმივად ვივარჯიშოთ.” – ამბობს არმენაკი.
მათი მაგალითი ადასტურებს იმას, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველასთვისაა ხელმისაწვდომი და ახალგაზრდა თაობისთვის შთაგონებაა. საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ფიზიკური აქტივობა, განურჩევლად ასაკისა, ნებისმიერი ადამიანისთვის ცხოვრების უფრო ენერგიული და ხალისიანის გადაქცევა შეუძლია.